პოლიტიკა
საქართველოსა და ჩილეს შორის უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმებას ხელი მოეწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი ოფიციალური ვიზიტით ჩილეს რესპუბლიკას ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სანტიაგოში ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრები გამართა საგარეო საქმეთა მინისტრთან ერალდო მუნიოსთან და მინისტრის პირველ მოადგილესთან ედგარდო რივეროსთან. შეხვედრებზე განიხილეს პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის საკითხები. მხარეებმა დაადასტურეს არსებული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების სურვილი და მზადყოფნა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. 
გადაწყდა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების შემდეგი რაუნდი წლის ბოლომდე ქ. თბილისში გაიმართოს. აგრეთვე განხილულ იქნა პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში ჩილეს ბიზნეს წრეების წარმომადგენლების მონაწილეობის შესაძლებლობა. ჩილეს მხარემ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს წყნარი ოკეანეთის ალიანსში დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. შეხვედრის ფარგლებში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერა საქართველოს მთავრობასა და ჩილეს რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას.  ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ბერუჩაშვილი ჩილეს ანდრეს ბეიოს სახელობის დიპლომატიურ აკადემიას ესტუმრა, სადაც აკადემიის მსმენელებისთვის მინისტრმა წაიკითხა ღია ლექცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს. 
ჩილეს რესპუბლიკაში ვიზიტით დასრულდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთკვირიანი ტურნე სამხრეთ კონუსის ქვეყნებში. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.