პოლიტიკა
დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 32-ე რაუნდი გაიხსნება
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი დავით დონდუა იმედოვნებს, რომ წინა რაუნდისგან განსხვავებით, ამჯერად მონაწილეები მოლაპარაკების პროცესს პასუხისმგებლობით მოეკიდებიან. "2008 წლიდან მოყოლებული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკება წარმოადგენს ერთადერთ ფორმატს საქართველოსა და რუსეთს შორის, სადაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე განიხილება ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების აღების, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხები. მოლაპარაკების პროცესის წარმატება და დაგროვილი პრობლემების არსებითი განხილვა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფორმატის, შეთანხმებული პროცედურებისა და დღის წესრიგის პატივისცემაზე ყველა აქტორის მხრიდან. ჩვენი მხრივ, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული დიალოგის არსებობას ჟენევის მოლაპარაკების ფარგლებში. იმედს ვიტოვებთ, რომ, წინა რაუნდისგან განსხვავებით, ამჯერად მონაწილეები პასუხისმგებლობით მოეკიდებიან მოლაპარაკების პროცესს და არაკონსტრუქციული ქმედებით რისკის ქვეშ არ დააყენებენ როგორც რაუნდის ჩატარებას, ისე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმართვის ჩამოყალიბებულ პრაქტიკას. აგრეთვე, მოველით, რომ თანათავმჯდომარეები, საკუთარი მანდატის შესაბამისად, ყველაფერს მოიმოქმედებენ რაუნდის პროცედურების დაცვით ჩატარებისთვის", - ნათქვამია საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.