პოლიტიკა
მდინარე მტკვარში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს
 მაშველები 13 ივნისის  სტიქიის შედეგად დაკარგულ პირებს ეძებენ. სამძებრო სამუშაოების გასამარტივებლად დაწეულია მდინარე მტკვრის დონე. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზვიად ქაწაშვილმა განაცხადა, რომ  სამუშაოებში ათასამდე მეხანძრე-მაშველია ჩართული, ასევე სამუშაოებში ჩართულები არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 200-კაციანი შემადგენლობა. ქაწაშვილის ინფორმაციით, ამ დრომდე მდინარე მტკვარში მაშველებმა მხოლოდ რამდენიმე მკვდარი ცხოველი შენიშნეს, რაც შეეხება დაკარგულ პირებს, ქაწაშვილის ინფორმაციით, ამ დრომდე მათი პოვნა ვერ ხერხდება. 
"ჩვენი თხოვნით მოხდა მდინარე მტკვრის დონის დაწევა, ჰესიდან  გაშვებულია წყალი. ჩვენ შევეცადეთ, რომ მინიმუმამდე დაწეულიყო მდინარე მტკვრის კალაპოტში დინება, რადგან მეხანძრე-მაშველებს ჰქონოდათ საშუალება, ჩასულიყვნენ მდინარე მტკვრის კალაპოტში და იქ ადგილზე ეწარმოებინათ, როგორც სამძებრო-საძიებო, ასევე გაწმენდითი სამუშაოები. სამუშაოებში ჩართულია თბილისის მერია, მათ გამოყვეს მძიმე ტექნიკა. მთლიანობაში ათასამდე მეხანძრე-მაშველია ჩართული. მიმდინარეობს ასევე პერიმეტრის კონტროლი წითელ ხიდამდე მდინარე მტკვარზე. იქ გვეხმარებიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 200-კაციანი შემადგენლობა. თბილისის მასშტაბით მდინარე მტკვრის დონის დაწევას მოჰყვა ქვემო ქართლში მდინარე მტკვრის 20 სმ-მდე მატება, თუმცა იქ მატება საფრთხეს არ გამოიწვევს რეგიონში", - განაცხადა საგანეგბო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა,  ზვიად ქაწაშვილმა. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.