საბერძნეთში შექმნილი კრიზისის გამო მსოფლიოს მოსახლეობას სოლიდური თანხის დაკარგვა მოუხდა. პანიკამ, რაც ”საბერძნეთის ფაქტორის” გამო შეიქმნა Bloomberg-მა დაითვალა და ზარალმა დაახლოებით 70 მლრდ დოლარი შეადგინა.
მაგალითისათვის, საკმაოდ დიდი ზარალი ნახა და ფაქტობრივად ამ მხრივ პირველ პოზიციაზეა, ესპანელი მილიარდერი ამანსიო ორტეგა, რომელიც სულ მცირე 2,2 მლრდ დოლარს დაემშვიდობა.
მეორე პოზიციაზეა ამერიკელი ინვესტორი უორენ ბაფეტი, რომლის დანაკარგმაც 1,6 მლრდ დოლარი შეადგინა.
მესამე პოზიციაზეა, მსოფლიოს ნომერ პირველი მდიდარი მდიდარი ადამიანი ბილ გეიტსი, რომლის ქონებაც, საბერძნეთის გამო 1,4 მლრდ დოლარით შემცირდა.
საშუალო დანაკარგმა, 400-მდე ბიზნესმენისათვის, 175 მლნ დოლარი შეადგინა.
თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ”საბერძნეთის ფაქტორის” გამო 12 მილიარდერმა შეძლო და ნეგატიურ ტრენდს თავი დააღწია და საკუთარი კაპიტალი გაზარდა. ამ ფონზე ნიგერიელმა მილიარდერმა ალიკო დანგოტამ საბერძნეთის კრიზისის შედეგად კაპიტალი 180 მლნ დოლარით გაზარდა.
მასალის გამოყენების პირობები