პოლიტიკა
საბერძნეთი: „არა“ -კრედიტორებს, „კი“ - ევროზონას
გვიან საღამომდე ბერძნების ნაწილი კრედიტორთა „სამეულზე“ გამარჯვებას ზეიმობდა. საბერძნეთის მოქალაქეები, რომლებმაც კრედიტორებს „არა“ უთხრეს იმედოვნებენ, რომ ევროპა გაიგონებს და მიიღებს მათ მოსაზრებას. "«არა» - ქამრების შემოჭერას, თუმცა ასევე, «არა» - ევროზონიდან გამოსვლას. — ბერძნებს არაფრის არ ეშინიათ. ევროპელმა ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ ეს. ჩვენ დემოკრატიული ევროპა გვჭირდება, სადაც სამართლიანობა სუფევს. სწორედ ასეთ საბერძნეთს ხედავს ციპრასი და ჩვენ ვიზიარებთ მის ხედვას. რეფერენდუმის შედეგებს გამარჯვებულები განიხილავენ, როგორც ფინანსური შეთანხმების მომგებიანი პირობების ახალ პლატფორმას, ზონიდან და მით უმეტეს ევროკავშირიდან გამოსვლას ბერძნები ნაკლებ სავარაუდოდ მიიჩნევენ" - წერს ევრონიუსი. რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებისთანავე ხალხი პარლამენტის შენობასთან შეიკრიბა. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ კრედიტორების მოწინააღმდეგეთა გამარჯვება, ალექსის ციპრასისთვის მოლაპარაკებების მსვლელობისას ძლიერ არგუმენტად შეიძლება იქცეს და უახლოეს დღეებში, ეს მას შეთანხმების მიღწევაში დაეხმარება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.