პოლიტიკა
საბერძნეთი: „არა“ -კრედიტორებს, „კი“ - ევროზონას
გვიან საღამომდე ბერძნების ნაწილი კრედიტორთა „სამეულზე“ გამარჯვებას ზეიმობდა. საბერძნეთის მოქალაქეები, რომლებმაც კრედიტორებს „არა“ უთხრეს იმედოვნებენ, რომ ევროპა გაიგონებს და მიიღებს მათ მოსაზრებას.
"«არა» - ქამრების შემოჭერას, თუმცა ასევე, «არა» - ევროზონიდან გამოსვლას. — ბერძნებს არაფრის არ ეშინიათ. ევროპელმა ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ ეს. ჩვენ დემოკრატიული ევროპა გვჭირდება, სადაც სამართლიანობა სუფევს. სწორედ ასეთ საბერძნეთს ხედავს ციპრასი და ჩვენ ვიზიარებთ მის ხედვას. რეფერენდუმის შედეგებს გამარჯვებულები განიხილავენ, როგორც ფინანსური შეთანხმების მომგებიანი პირობების ახალ პლატფორმას, ზონიდან და მით უმეტეს ევროკავშირიდან გამოსვლას ბერძნები ნაკლებ სავარაუდოდ მიიჩნევენ" - წერს ევრონიუსი.
რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებისთანავე ხალხი პარლამენტის შენობასთან შეიკრიბა. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ კრედიტორების მოწინააღმდეგეთა გამარჯვება, ალექსის ციპრასისთვის მოლაპარაკებების მსვლელობისას ძლიერ არგუმენტად შეიძლება იქცეს და უახლოეს დღეებში, ეს მას შეთანხმების მიღწევაში დაეხმარება.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები