საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დღეს საფრანგეთთან ქვეყნის უსაფრთხოების შესახებ მეორე ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. იგი საფრანგეთში გამთენიისას გაემგზავრა.
„ხელს ვაწერთ მეორე ხელშეკრულებას უკვე სხვა ფრანგულ კომპანიასთან იმისთვის, რომ სისტემა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ შევიძინეთ, უფრო ეფექტური იყოს. ეს მხოლოდ დასაწყისია. ამ სისტემას შეიძლება ძალიან ბევრი დააშენონ იმის მიხედვით, თუ რა შესაძლებლობა აქვს ქვეყანას.
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველივე ეტაპზე ამ კონტრაქტის მეორე ნაწილი გავაფორმოთ და დავიწყოთ საუბრები მის განვითარებაზე. დანარჩენ მიმართულებებზე უკვე საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ დავიწყებთ მოლაპარაკებას. პარლამენტის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ვესაუბრე და მზად ვართ, დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ, როცა ნდობის ჯგუფის სხდომის თარიღი გადაწყდება. პრეზენტაციას ასევე გავმართავთ მთავრობისა და მთავარსარდლისთვის“, -- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
თინა ხიდაშელმა საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვით სისტემებთან დაკავშირებით ხელშეკრულება 15 ივნისს გააფორმა. ლაბერჟეს საავიაციო გამოფენის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ფრანგულ მხარეს შორის კონტრაქტს მოეწერა ხელი.
მასალის გამოყენების პირობები