Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/ivanishvili.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/ivanishvili.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/ivanishvili.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/ivanishvili.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
პრემიერი რეგიონული მედიის წარმომადგენლებს ხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" რეგიონული მედიის წარმომადგენლებს ხვდება. "რეგიონულმა მედიამ შეასრულა გადაწყვეტი როლი არჩევნების პროცესში და არა - ცენტრალურმა. ჩვენ ჩავერთეთ იმ პროგრამის განხორციელებაში, რომელიც გულისხმობს, რომ ყველა მედიასაშუალებას ციფრული მაუწყებლობის საშუალება ჰქონდეს, თანაც ფასი იყოს იმის მესამედი, ვიდრე მაუწყებლობა ახლა გიჯდებათ. წინა მთავრობას ამ პროგრამის განხორციელების ვალდებულება 2015 წლამდე ჰქონდა, თუმცა ამ მიმართულებით არაფერი ჰქონდა გაკეთებული. ნაციონალურმა მოძრაობამ რომც მოახერხოს ერთ მუშტად შეკვრა და საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება, სააკაშვილი მაინც ვერაფერს გაბედავს",- ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა რეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, ერთადერთი ბასტიონი, რომელიც "სახალხო პარტიის" სახით ნაცმოძრაობას ჰქონდა, მალე დაემხობა და სააკაშვილი ევროპისა და ამერიკის მოტყუებას ვეღარ შეძლებს. პრემიერის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა პარლამენტში დაახლოებით ერთ კვირაშია დაგეგმილი. "ხშირად მეკითხებიან ჟურნალისტები, მოვაგროვეთ თუ არა საჭირო ხმები. მე ხმებს არ ვაგროვებდი. ჩვენ არაფერში გვჭირდება გოკა გაბაშვილის ხმა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. პრემიერის განმარტებით, 2004 წელს განხორციელებული ცვლილებები შეფარული იყო და ამის შესახებ ევროპამ და ამერიკამ არ იცოდნენ, ახლა კი, 2013 წელს, სააკაშვილის გუნდის მხრიდან ისევ იმ ჩანაწერის მხარდაჭერა ნიშნავს, რომ 2004 წელს ეს ცვლილებები შემთხვევითი არ იყო. ბიძინა ივანიშვილის თქმით, სააკაშვილი, თუკი დაითხოვს ჯერ მთავრობას და მერე პარლამენტს, პირველ ეტაპზე ღიმილს, მეორე ეტაპზე კი რისხვას გამოიწვევს არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ჟურნალისტის შეკითხვაზე, - რატომ უდგას პრემიერი კოტე კუბლაშვილს გარანტად, ბიძინა ივანიშვილმა შემდეგი კომენტარი გააკეთა. "მე არ გამიგია კუბლაშვილზე, რომ არის დიდი მექრთამე, ის სააკაშვილის იდეოლოგიის მსხვერპლია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა "ექსპო ჯორჯიაში" რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, რამდენადაც იცის, კუბლაშვილს სერიოზული დაავადება ჰქონდა, მას პირადად სააკაშვილი დაეხმარა და ვალდებულების გრძნობით იყო მის მიმართ. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ძალიან ბევრი მოხელე, მათ შორის კუბლაშვილიც და სხვა დანარჩენი ჩინოვნიკებიც, რომლებიც სააკაშვილის გუნდის წევრებად მოიხსენიებოდნენ, მისი იდეოლოგიის და სისტემის მსხვერპლნი არიან. "თუ გნებავთ, მეც მსხვერპლი ვიყავი, 2 წელიწადნახევარი ვერ ვაცნობიერებდი კარგად, ვისთან მქონდა საქმე. მე არ გამიგია კუბლაშვილზე, რომ ის არის დიდი მექრთამე, ის უბრალოდ ვერ ახერხებდა უარი ეთქვა ერთი ადამიანისთვის. არ შეიმჩნევა მისი გამდიდრება, ის გახდა მსხვერპლი და ვერ ახერხებდა სისტემიდან ამოვარდნას. ძალიან ბევრმა ჩემზე გვიან გააცნობიერა რა ხდებოდა", - აღნიშნა ივანიშვილმა. მისივე თქმით, სასამართლოს იმ ნაწილში, რომელიც პოლიტიკას არ ეხებოდა, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. "მე მიმაჩნია, რომ ის არის პროფესიონალი, მას აქვს დიდი გამოცდილება, მას ბევრი კარგიც აქვს გაკეთებული, მაგრამ ის ვერ უმკლავდებოდა ერთ ადამიანს", - აღნიშნა ივანიშვილმა კუბლაშვილთან რამდენიმე კვირის წინ გამართული შეხვედრის შემდეგ მისი მხრიდან გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.