პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმაურება „საზღვრის“ გადმოწევის ფაქტს
გორის რაიონის სოფელ წითელუბანსა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე „საზღვრის“ გადმოწევის ფაქტს ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ განაცხადა,შეერთებული შტატების პოზიცია უცვლელია და ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მან სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით, კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს შეცვალოს გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის თაობაზე. "ჩვენი პოზიცია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ, ნათელი რჩება. ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ვადასტურებთ მტკიცე მხარდაჭერას, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისადმი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედეგად, დაკისრებული ყველა ვალდებულება. გამოიყვანოს ჯარები კონფლიქტის წინა პოზიციებზე, შეცვალოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება და უზრუნველყოს ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად მიღება", - განაცხადა ჯონ კირბიმ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.