საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, "ქართული ოცნების" ლიდერების რეიტინგში პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ლიდერობს მას გამოკითხულთა 88 %-იანი მხარდაჭერა აქვს, 9 % პრემიერს მხარს არ უჭერს, 3 %-ს კი მის შესახებ საერთოდ არ სმენია.
რეიტინგში მეორე ადგილს 84 %-ით პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იკავებს, მესამე პოზიციას 83 %-ით კი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. ხუთეულში ასევე 79 %-ით იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და 76 %-ით შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შევიდნენ.
შემდეგ პოზიციებს 72 % _ ით საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, 71 % - ით დეპუტატი თინა ხიდაშელი, 65 % -65 % -იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იკავებენ.
რეიტინგის 11-კაციან სიაში ბოლო ადგილი – 60 %-ით უმრავლესობის კიდევ ერთ წევრ ზვიად ძიძიგურს უკავია.
IRI-მ გამოკითხვა 2013 წლის 18 – 27 თებერვალს ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 18 წლის ზემოთ 1 500 ქართველი რესპონდენტი გამოიკითხა.
მასალის გამოყენების პირობები