პროდიუსერ კახი მამულაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.
დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 9 სექტემბერს გაიმართება.
სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით პროდიუსერი, მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლე კახი მამულაშვილი რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები