ჯანდაცვის კომიტეტმა არ დაუჭირა მხარი გოგა ხაჩიძის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც მარიხუანას მოხმარების გამო უქმდება პaტიმრობა და მცირდება ჯარიმები.
საკითხზე მსჯელობამ დღეს პარლამენტში ხმაურით ჩაიარა, ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლები ერთმანეთს ჯერ უშუალოდ საკითხთან დაკავშირებით დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა და ამჟამინდელმა წევრებმა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულეს. კერძოდ, როდესაც ხაჩიძის ინიციატივას კენჭი პირველად უყარეს, დარბაზში იმყოფებოდა ოპოზიციის 5 და უმრავლესობის 3 წევრი. მას შემდეგ კი, რაც ოპოზიციის 5-მა წევრმა მხარი დაუჭირა გოგა ხაჩიძის ინიციატივას, კომიტეტის თავმჯდომარემ კენჭისყრის პროცესისას 5 წუთიანი შვებულება მოითხოვა. ამ პერიოდში დარბაზში შემოვიდნენ უმრავლესობის სხვა წევრები და მათი მოსვლის შემდეგ კენჭისყრაზე ხელმეორედ გაიტანეს საკითხი. შედეგად, ინიციატივას მხარი დაუჭირა 5-მა დეპუტატმა, ხოლო წინააღმდეგი აღმოჩნდა - რვა.
მასალის გამოყენების პირობები