პოლიტიკა
პრეზიდენტმა დეპუტატ აკაკი ბობოხიძის ძმა ლევან ბობოხიძე შეიწყალა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ,,ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ აკაკი ბობოხიძის ძმა ლევან ბობოხიძე და მასთან ერთად დაკავებული ხონის ყოფილი გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია შეიწყალა.

გიორგი მარგველაშვილის განკარგულება უკვე გადაგზავნილია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში.

,,ნაციონალური მოძრაობის” ხონის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელინ ლევან ბობოხიძე და ზურაბ ჯიბუხია ციხეს დღეს დატოვებენ.

მათ ბრალად სახელმწიფო ქონების გაფლანგვა ედებოდათ და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა დღეს 98 პატიმარი შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომრემ  ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა შეწყალებულთაგან 74 მსჯავრდადებული დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, მათ შორის ერთი ქალბატონი და ორი არასრულწლოვანი, ხოლო დანარჩენ 24 მსჯავრდადებულს შეფარდებული სასჯელი შეუმცირდება სხვადასხვა ფორმით.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.