ქართველი მებრძოლები ავღანეთიდან უდანაკარგოდ დაბრუნდნენ. IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული მაზარშარიფში მდებარე სამხედრო ბაზა "მარმალზე" საერთაშორისო მისიას 7 თვის განმავლობაში ასრულებდა.
სამხედროებს სამშობლოში დაბრუნება თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა მიულოცეს. აეროპორტში ქართველ ჯარისკაცებს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები დახვდნენ.
ეს პირველი ქართული ქვედანაყოფია, რომელიც მისიას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა. ქვედანაყოფი III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ნაკრებმა ასეულმა ჩაანაცვლა.
მასალის გამოყენების პირობები