პოლიტიკა
ევროპარლამენტარები დღეს სოფელ ხურვალეთში ჩავლენ
საქართველოს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლები სტუმრობენ. დელეგაციას ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკი ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრებმა ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ განუცხადა, საუბარი ევროკავშირთან ურთიერთობის დღის წესრიგს, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას, ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკებების დაჩქარების აუცილებლობას და ყველა იმ რეფორმას შეეხო, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ აღნიშნული მიმართულებით იყოს მუშაობა წარმატებული. "დელეგაციის წევრებს ბევრი კითხვა ჰქონდათ საქართველოში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ეს ევროკავშირის დელეგაციაა, აინტერესებთ ნატოსთან ჩვენი თანამშრომობის პერსპექტივები და ის, თუ რას ვაპირებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხთა შორის ურთიერთობების განვითარების მიზნით, როგორ ვხედავთ რუსეთთან ურთიერთობებს და მის როლს რეგიონში. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმაზეც, თუ რა ვითარებაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით ე.წ. საზღვრის მიღმა რეგიონებში. დღის მეორე ნახევარში დელეგაციის წევრები აპირებენ თავად ჩავიდნენ ადგილზე და ნახონ ის მავთულხლართები, რომლებიც იქ რუსმა ოკუპანტებმა გაავლეს", - განაცხადა დავით დონდუამ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა. "ევროპარლამენტი ბევრ აკეთებს ამ მიმართულებით. დელეგაციის წევრებმა დაგვარწმუნეს, რომ ეს პოლიტიკა მომავალშიც გაგრძელდება", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლები შეხვედრებს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთანაც გამართავენ. ამასთან, დაგეგმილია შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოებასა და საპარლამენტო უმცირესობასთან. ევროპარლამენტარები დღესვე საოკუპაციო ხაზს მოინახულებენ და სოფელ ხურვალეთს ეწვევიან.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.