პოლიტიკა
საჯარო მოსამსახურეს 2 000 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქრის მიღება აეკრძალება
საჯარო მოსამსახურის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება 2 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრების ღირებულება - 1 000 ლარს. შესაბამისი ცვლილება შევიდა "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონში. 
მოქმედი კანონის გათვალისწინებით, საჯარო მოსამსახურის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა – 5%-ს, თუ საჩუქრები ერთი წყაროდან არ არის მიღებული. კანონში დაგეგმილი ცვლილებით კი, შემზღუდველი პროცენტული მაჩვენებელი კონკრეტული თანხით იცვლება, რომელზეც უფრო მაღალი ღირებულების საჩუქრის მიღება საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება.  ამავე ცვლილებებით, იმ პირთა წრე ფართოვდება, რომლებზეც "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონის მოთხოვნები გავრცელდება. კერძოდ, საჯარო მოსამსახურედ ჩაითვლება "საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონპროექტით გათვალისწინებული პროფესიული საჯარო მოხელე, საჯარო სამსახურში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი და "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირები, მათ შორის სსიპ-ის ხელმძღვანელი და მოადგილე, ასევე საჯარო დაწესებულებად განისაზღვრება სახელმწიფო და საჯარო სამსახურის განმახორციელებელი დაწესებულებები და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.