შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი უწყებაში გარკვეულ საკადრო გადაადგილებებს ვარაუდობს. თუმცა, როგორც მან დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, ეს მხოლოდ დეტალური ანალიზის შემდეგ მოხდება.
"ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ უსაფრთხო გარემო საქართველოში მცხოვრებლებისთვის. მე დავბრუნდი იმ ოჯახში, სადაც შეიძლება ითქვას, რომ ავიდგი ფეხი, როგორც საჯარო მოხელემ. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაცაა. საკადრო ცვლილებებს რაც შეეხება, შესაძლებელია გარკვეული გადაადგილებები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე თავის თანამდებობას დაემშვიდოდება", - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ საკადრო გადაადგილებებსა და მისი მოადგილეების შესახებ წინასწარ ვერაფერს იტყვის.
მასალის გამოყენების პირობები