პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"'არჩევნებისთვის მზადებას იწყებს. როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა ბესელიამ განუცხადა, ამ მიზნით "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან კონკრეტული ღონისძიებების ნუსხა შეჯერდა.
"ძირითადად ვისაუბრეთ პარტიულ საკითხებზე. დავგეგმეთ, რომ ჩავატარებთ რაიონული ორგანიზაციების კონფერენციებს. კონკრეტული თარიღები მოგვიანებით დაზუსტდება, მაგრამ სავარაუდოდ დავიწყებთ სექტემბრიდან. ასევე იგეგმება შიდაპარტიული სხვადასხვა აქტივობა და ღონისძიებები. სწორედ ამ შიდაპარტიულ საკითხებზე გვქონდა საუბარი პრემიერ-მინისტრთან, რომელიც ჩვენი პარტიის თავმჯდომარეა. მასთან შეჯერდა ღონისძიებათა ნუსხა. ბუნებრივია, პარტია, რომელიც მმართველი პოლიტიკური ძალაა და რომელიც ემზადება იმისთვის, რომ გავაგრძელოთ აღებული ვალდებულებების შესრულება, უნდა იყოს მზად ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპისთვის. გვინდა, რომ კონკრეტული ღონისძიებებით და პარტიული აქტივობებით დაიწყოს არჩევნებისთვის წინასწარი მზადება", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები