ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე მომხდარი აფეთქების შესაძლო მიზეზად ტერაქტი სახელდება. ამის შესახებ განცხადება ყარსის გუბერნატორმა გააკეთა. აფეთქება თურქეთის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენის მონაკვეთზე დილით მოხდა. მილსადენი დაზიანებულია. უსაფრთხოების მიზნით რეგიონში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება შეაჩერეს.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენზე აფეთქება ქვეყნის გაზმომარაგებაზე გავლენას არ მოახდენს.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით მილი ცარიელი იყო და იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, რაც 22 აგვისტომდეა დაგეგმილი.
„მილები იყო ცარიელი, ამ დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების გამო. ასე რომ, არც აზერბაიჯანში, არც ჩვენთან და არც თურქეთში გაზმომარაგების პრობლემა არ შექმნილა. მიზეზის დადგენა ხდება“, - განაცხადა ვალიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები