ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღებასა და მიმდინარე პროცესებზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ როგორც არატოტალიტარული პოლიტიკოსი, ის თავისუფალი მედიის დამცველია.
„მე, ისევე, როგორც ნებისმიერი არატოტარულად მოაზროვნე პოლიტიკოსი, ვდგავარ თავისუფალი მედიის სადარაჯოზე. საქართველომ და ქართულმა საზოგადოებამ განვლო გრძელი გზა თავისუფალი მედიის განმტკიცების, დაცვის, დასტაბილურების. ეს გზა შეუქცევადია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები