ბიძინა ივანიშვილმა სამ რაიონში პარლამენტის შუალედური არჩევნების „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.
მისი თქმით, ნაძალადევის რაიონში თეა წულუკიანის ნაცვლად, თამარ კორძაია იყრის კენჭს. პრემიერის თქმით, იურიდიული განათლების მქონე თამარ კორძაიას არასამთავრობო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და მისი აზრით, წულუკიანის ღირსეული შემცვლელი იქნება.
ივანიშვილმა, ბაღდათში ასევე იურისტი პაატა კიკნაველიძე დასახელა, არჩილ კბილაშვილის სანაცვლოდ.
ხოლო სამტრედიაში კახი კალაძეს სამართლის ასოცირებული დოქტორის ხარისხის მქონე, გიორგი კახიანი შეცვლის. ივანიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია პარლამენტი იურიდიული განათლების მქონე ადამიანებით დაკომპლექტდეს, რადგან საკანონმდებლო ორგანოს სწორედ ასეთი კადრები სჭირდება.
მასალის გამოყენების პირობები