პოლიტიკა
რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები ძალაში შევიდა
აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული მორიგი სანქციები ძალაში შევიდა. უკრაინული მედიის ცნობით, აშშ-ის ფედერალური მთავრობის გაზეთში გამოქვეყნდა იმ ფიზიკური და იურიდიული პირების გაფართოებული სია, რომელთა წინააღმდეგაც სექტორული სანქციები ამოქმედდა.  სანქციების მიხედვით, სიაში მოხვდა შვიდი ფიზიკური პირი და ექვსი კომპანია, რომლებმაც ამ დრომდე დაწესებული სანქციები თავიდან აირიდეს, ასევე ორი რუსული კომპანია, რომელთა საქმიანობა რუსეთის სამხედრო ინდუსტრიასთან არის დაკავშირებული, ოთხი ყოფილი უკრაინელი მაღალჩინოსანი და მათი მხარდამჭერები, რომლებიც სახელმწიფო ქონების მოპარვასა და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში არიან ბრალდებულები, ვიქტორ იანუკოვიჩის შვილის კომპანია МАКО, ყირიმის პორტების ხუთი ოპერატორი და კიდევ 35 კომპანია.  აშშ-მა ამ დრომდე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ არაერთი ეკონომიკური სანქცია დააწესა. დაწესდა არაერთი შეზღუდვა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვისაც. სანქციების დაწესება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და დონბასში რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკავშირდება. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.