რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დღეს ანექსირებულ ყირიმში ჩავა. ვლადიმირ პუტინი იალტაში ტურიზმის განვითარების სახელმწიფო საბჭოს სხდომას გამართავს - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„განხილვის მთავარი თემა შიდა ტურიზმის ზრდის საშუალებით რუსეთის რეგიონების, მათ შორის ყირიმის, სოციალურ–ეკონომიური განვითარებაა”, – ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები