გაერო-ს გენერალური მდივანი, პან გი მუნი შეშფოთებას გამოხატავს აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის გამო. "ბიბისის" ცნობით, იგი მხარეებს მოუწოდებს, ვითარების დეესკალაციისკენ დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები.
გუშინ უკრაინელ სამხრედროებსა და პრორუს მებრძოლებს შორის დონბასში დაპირისპირებას ათზე მეტი ადამიანი შეეწირა. მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებმა ბოლო რამდენიმე დღეა ინტენსიური სახე მიიღო.
თებერვალში მინსკში მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, აღმოსავლეთ უკრაინაში დღემდე დაძაბული ვითარებაა.ამბოხებულები მარიუპოლის დაკავებას ცდილობენ, რომელიც სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს და რომლის გავლითაც ამბოხებულები ყირიმთან დაკავშირებას შეძლებენ.
მასალის გამოყენების პირობები