ქუთაისის მე-2-ე საპყრობილეში 3 პატიმარი მეოცე დღეა შიმშილობს. ამის შესახებ მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები აცხადებენ.
გიორგი სანიკიძე, დავით ზოიძე და რამინ მალაყმაძე საპროცესო შეთახმების გაფორმებას ითხოვენ. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები გასული წლის მაისში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მიზეზით აიყვანეს. მოგვიანებით კი, პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევისათვის 4 წელი მიუსაჯეს.
მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ პატიმრები უდანაშაულოები არიან და დაკავებულებს სამართალდამცავები ფიზიკურად უსწორდებოდნენ. საქმეში კიდევ ერთი ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომელიც სასამართლომ გაამართლა. თუმცა, სულ მალე მან თავი მოიკლა. მომხდარის მიზეზად გარდაცვლილის მამა პოლიციელების მხრიდან მისი შვილის მიმართ სისტემატურ მუქარას ასახელებს.
მასალის გამოყენების პირობები