უკრაინაში 24 აგვისტოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. დღეს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ღონისძიებები გაიმართება.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, ქალაქ სიმფეროპოლში ადგილობრივ აქტივისტებს უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარების უფლება არ მისცეს. ამის შესახებ "ფეისბუქზე" უკრაინის კულტურის ცენტრის დამფუძნებელი, ლეონიდ კუზმინი წერს.
"ქალაქ სიმფეროპოლის ადმინისტრაციაში არ დაგვიკმაყოფილეს განცხადება 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ღონისძიებების ჩატარებაზე. ამის გათვალისწინებით ღონისძიება არ ჩატარდება. ყველას, ვისაც სურილი ექნება, შეუძლია მივიდეს ტარას შევჩენკოს ძეგლთან და ყვავილები მიიტანოს. იყავით ყურადღებით", - წერს ლეონიდ კუზმინი.
მასალის გამოყენების პირობები