2012 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლის 31 იანვრის ჩათვლით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 712 301 ლარის ბენზინი და 68 289 ლარის დიზელი მოიხმარა. ამის შესახებ საჯარო ინფორმაცია IDF-ის ვებ-გვერდის მოანცემთა ბაზაშია გამოქვეყნებული.
„ადმინისტრაციამ მოგვაწოდა ინფორმაცია ბალანსზე რიცხული ავტომანქანების შესახებ, რის მიხედვითაც ირკვევა, რა მოდელის 54 ავტომანქანა ემსახურება ადმინისტრაციას“, - აცხადებენ IDFI-ში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაციიდან ირკვვა, რომ ადმინისტრაციამ 2012 წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვებზე სულ დახარჯა 3 040 723,48 ლარი. მაგალითად, პრეზიდენტის სასახლის დასათვალიერებლად მისული სტუმრებისთვის კვების მომსახურების შესყიდვაზე წლის მანძილზე დაიხარჯა 72 294,4 ლარი.
„მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წლის 20 ოქტომბრიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტატში 15, ხოლო შტატგარეშედ 5 თანამშრომელი დასაქმდა, თუმცა დასაქმებული პირების ვინაობა და პოზიციები მხოლოდ ხუთი მათგანის შემთხვევაში მოგვაწოდეს.
2013 წლის 11 თებერვლის მონაცემებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტატში დასაქმებულია 139 თანამშრომელი, შტატგარეშედ - 5. 2010 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 11 თებერვლამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან საკუთარი ინიციატივით გათავისუფლდა 69 თანამშრომელი, ხოლო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 97-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად - 3 თანამშრომელი“, - ნათქვამია IDFI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები