Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/04/narmania-mza.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/04/narmania-mza.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/04/narmania-mza.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/04/narmania-mza.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის ნოემბერში ჩატარდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და საქსტატის ხელმძღვანელმა ზაზა ჭელიძემ დღეს ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5-19 ნოემბერს ჩატარდება. დავით ნარმანიას განცხადებით, სამოქმედო გეგმის თანახმად, მიმდინარე წელს საველე სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყება, რაც შენობებისა და მათში მცხოვრები მოსახლეობის წინასწარ შემოვლას თითოეულ შენობაში მოსახლეობისა და შინამეურნეობების რაოდენობის წინასწარი დადგენას გულისხმობს. პირველი ეტაპის საველე სამუშაოებში დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 4 ათას ადამიანს მიაღწევს. "მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, 2014 წლის 5-19 ნოემბერს ჩატარდება საველე სამუშაოების მეორე, უმნიშვნელოვანესი ეტაპი - მოსახლეობის აღწერა. ამ მიზნისათვის შეირჩევა დაახლოებით 15 ათასამდე პერსონალი, რომლებიც სპეციალური კითხვარების მეშვეობით, თითოეული საცხოვრისის შემოვლის გზით, ინდივიდუალურად გამოკითხავენ მასში მცხოვრებ მოსახლეობას. აღწერაზე გაწეული დანახარჯებისა და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, სამთავრობო კომისიამ, აგრეთვე, მიიღო გადაწყვეტილება, მოსახლეობის აღწერასთან ერთად, ჩაატარდეს სასოფლო-სამეურნეო აღწერაც. შესაბამისად, სოციალურ და დემოგრაფიულ მონაცემებთან ერთად, ასევე შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ", - განაცხადა ნარმანიამ. ზაზა ჭელიძე კი განმარტავს, რომ აღწერის შედეგები ეტაპობრივად გამოქვეყნდება, პირველი შედეგები აღწერიდან 6 თვის შემდეგ გახდება ცნობილი. აღწერისათვის გასაწევი ხარჯები დაახლოებით 18 მლნ. ლარამდე იქნება. ამ ეტაპზე საქსტატი სახელმწიფო ბიუჯეტისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის თანადაფინანსებით ახორციელებს მომდევნო მოსახლეობის აღწერისათვის მოსამზადებელ სამუშაოებს, კერძოდ, მზადდება კითხვარები, ინსტრუქციები და დეტალური ციფრული კარტოგრაფიული მასალა თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მიერ წარმოდგენილი საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის პროგრამა 2 აპრილს საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიამ პირველ სხდომაზე განიხილა და დაამტკიცა. აღწერის ჩატარებას საფუძვლად უდევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეკომენდაცია წევრი ქვეყნებისადმი - ჩაატარონ მოსახლეობის საყოველთაო აღწერები 2005-2014 წლების პერიოდში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველო, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი ქვეყანა, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად ჩართულია მსოფლიო მოსახლეობის აღწერების 2010 წლის რაუნდში. ბოლო აღწერა საქართველოში 2002 წელს ჩატარდა და საქართველოს მოსახლეობის რიცხვი მაშინ 4 300 000-მდე იყო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.