პოლიტიკა
ევროკავშირის მინისტრები ზოგადად შეთანხმდნენ ლტოლვილთა განთავსების პროგრამაზე
14 სექტემბერს ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრებმა მიაღწიეს ზოგად, „პრინციპულ“ შეთანხმებას პროგრამაზე, რომელიც ითვალისწინებს 120 ათასი ლტოლვილის განთავსებას ევროკავშირში - ლტოლვილებისა, რომლებიც ელიან თავშესაფარს საბერძნეთში, იტალიასა და უნგრეთში. თუმცა, ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები ვერ შეთანხმდნენ სავალდებულო კვოტების დაწესების გეგმაზე. ამის წინააღმდეგი არიან ჩეხეთის რესპუბლიკა, სლოვაკეთი, უნგრეთი და აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნები, რომლებიც თვლიან, რომ ლტოლვილების მიღება უნდა იყოს ნებაყოფლობითი. „ვთვლით, რომ კვოტების დაწესება რა არის გამოსავალი“,-განაცხადა სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა რობერტ კალინაკმა. მანვე მოუწოდა ევროკავშირის ლიდერებს შეკრებისა და კვოტების საკითხის გადაჭრისკენ. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ევა კოპაჩმა განაცხადა - „მივიღებთ იმდენ ლტოლვილს, რამდენის მიღებასაც შევძლებთ“-ო. ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე „ძალიან ცხარე დებატები“ გაიმართა. „კომისია მზად არის მოქმედებისთვის. მომდევნო დღეებში საჭირო იქნება ევროკავშირის საბჭოს კიდევ ერთი სხდომის ჩატარება“. სავალდებულო კვოტების დაწესება შესაძლებელია კვალიფიციური უმრავლესობითაც, თუმცა, ევროკავშირი ცდილობს თავი აარიდოს არაერთსულოვანი გადაწყვეტილების მიღებას. ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ფრანს ტიმერმანსმა განაცხადა, რომ ლტოლვილების არსებული „რაოდენობა არის ბევრად მცირე“ და ხაზი გაუსვა ზამთრის მოახლოებასთან ერთად ლტოლვილთა ნაკადის გაზრდის საფრთხეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.