ევროკავშირის ელჩი: მიგრაცია უვიზო რეჟიმს არ ემუქრება
13:08 / 17.09.2015
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის განხილვის პროცესი მიმდინარეობს. მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ევროპის მიგრაციული კრიზისი არ იქცევა იმ ნეგატიურ ფაქტორად, რომლის გამო საქართველოს ვიზების გაუქმებაზე ეტყვიან უარს. «თქვენი მხრიდან, ჩვენ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ეტაპზე ვიმყოფებით. ამჟამად, ევროკომისიის დახმარებით, ჩვენ ვამზადებთ ანგარიშს, იმის შესახებ, თუ როგორ ართმევს თავს საქართველო ამ პროცესს. დარწმუნებული ვარ, რომ მიგრაციის პრობლემა არ მოახდენს გავლენას თქვენს ქვეყანაზე», - თქვა ელჩმა. მანამდე, ევროკავშირში საქართველოს ელჩმა ნატალია საბანაძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი, შესაძლოა აღმოსავლეთიდან ჩასული მიგრანტების დიდი ნაკადის გამო გადაიდოს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები