საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილება არის საბოლოო და სავალდებულოა შესასრულებლად. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, საკონტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განცხადებისას განაცხადა.
"სახელმწიფოს უმთავრესი დანიშნულებაა ადამიანის უზენაესი უფლებების დაცვა. მართლმსაჯულების მიზანიც სწორედ ამ უზენაეს უფლებათა უზრუნველყოფაშია. საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოები უნდა იდგნენ ამ უფლებათა სადარაჯოზე.
საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილება არის საბოლოო და სავალდებულოა შესასრულებლად. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს საერთო სასამართლოების მიერ. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ამ გადაწყვეტილების ყველა კონკრეტულ შემთხვევაში აღსრულების პროცესს", -განაცხადა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები