ალექსის ციპრასმა მთავრობის ფორმირების მანდატი მიიღო
10:55 / 22.09.2015
არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, "სირიზას" თავმჯდომარემ, ალექსის ციპრასმა საბერძნეთის მთავრობის ფორმირებისთვის მანდატი მიიღო. ციპრასის განცხადებით, ესაუბრა პარტია "დამოუკიდებელი ბერძნების" ლიდერს, პანოს ლამენოსს, რომელიც აპირებს, რომ ციპრასის მიერ ფორმირებულ მთავრობას მხარი დაუჭიროს. ციპრასს ქვეყნის პრეზიდენტმა პროკოპის პავლოპულოსმა შესთავაზა, გუშინვე დაედო ფიცი, ხოლო მთავრობამ მაშინ დადოს ფიცი, როდესაც ციპრასი მის ფორმირებას განახორციელებს.თავის მხრივ "სირიზას" ლიდერმა განაცხადა, რომ მთავრობის ფორმირება ოთხშაბათს დილისთვის უკვე დასრულებული უნდა იყოს, რათა მან ბრიუსელში გამგზავრება და ევროკავშირის სამიტში მონაწილეობა შეძლოს, რომელზეც დევნილების პრობლემას განიხილავენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები