სტოლტენბერგი - ნატო უკრაინის აღმოსავლეთში დაგეგმილ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს
11:18 / 22.09.2015
ნატო უკრაინის აღმოსავლეთში დაგეგმილ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ უკრაინაში ვიზიტით მყოფმა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა."ეს ყალბი არჩევნები იქნება და მათ ალიანსის არც ერთი წევრი სახელმწიფო არ აღიარებს", - განაცხადა სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ.უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები 25 ოქტომბერს ჩატარდება, თუმცა, ქვეყნის აღმოსავლეთში მყოფი სეპარატისტები საარჩევნო პროცესში მონაწილეობას არ აპირებენ. დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობა არჩევნების ჩატარებას 18 ოქტომბერს, ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკა კი - 1 ნოემბერს გეგმავს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები