ჯონ ქერი სამხრეთ კორეაში იმყოფება. თეთრი სახლის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ იქ გამგზავრების აუცილებლობა, კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობამ და ჩრდილოეთ კორეის მუქარამ გამოიწვია.
სამხრეთ კორეის ჯარები საომარ მზადყოფნაშია მოყვანილი , მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ თავისი ბალისტიკური რაკეტების შესაძლო ამოქმედების შესახებ განაცხადა.
სამხრეთ კორეის შემდეგ, ჯონ ქერი ჩინეთსა და იაპონიაში წასვლას გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები