პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურის ვასილ ყულჯანიშვილის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"ღრმა მწუხარებით მივიღე ცნობა ავღანეთში ქართველი მებრძოლის, IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილის გარდაცვალების შესახებ. ეს უმძიმესი დანაკარგია ჩვენი ქვეყნისთვის, რომლისთვისაც ფასდაუდებელია სამშობლოსათვის თავდადებული თითოეული მამულიშვილის სიცოცხლე. ამ მძიმე წუთებში ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, თანამებრძოლებს შეიარაღებულ ძალებს და მთელ ქვეყანას", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები