ევროკავშირის ქვეყნების, შინაგან საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ 120 000 მიგრანტი მიიღონ, მანამ სანამ გადაწყდება რომელ ქვეყანაში რამდენი ლტოლვილი გადანაწილდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღებული.
"გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ დღეს მივიღეთ შენობის ერთ აგურს წარმოადგენს, მაგრამ არა მეტს", – განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა. "პრობლემას ფუნდამენტალური გადაწყვეტა სჭირდება, რადგან 120 000 ადამიანზე ბევრად მეტს სჭირდება დახმარება", – განაცხადა ტომას დე მეზიერმა.
ევროკავშირის ლიდერები პრობლემის გადაწყვეტის გზებზე სასაუბროდ დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან.
მასალის გამოყენების პირობები