ოპოზიცია 31 ოქტომბერს დანიშნული შუალედური არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს და საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.
შუალედური არჩევნები საგარეჯოსა და მარტვილის მაჟორიტარულ ოლქებში იმავე წესით იმართება, რომლითაც 2012 წლის არჩევნები ჩატარდა.
ოპოზიციის მტკიცებით კი ამ წესის შეცვლის აუცილებლობა საკონსტიტუციო სასამართლოს 28 მაისის გადაწყვეტილების შედეგად დადგა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმებსა და მაჟორიტართა მანდატებს შორის ბალანსი დარღვეულად ცნო და „საარჩევნო კოდექსში“ არაკონსტიტუციური ნორმები გააუქმა.
ოლქებში ხმათა რაოდენობის გათანაბრებას ხელისუფლება 2016 წლის არჩევნებისათვის გეგმავს.
ცესკო კი განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პარლამენტის არჩევნებს შეეხებოდა და არა შუალედურს, რომელიც 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით არსებული ნორმების მიხედვით ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები