უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ქვეყნის სამხედრო დოქტრინის ახალ რედაქციას, რომელიც უკვე ძალაში შევიდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დოქტრინაში აღნიშნულია, რომ უკრაინისთვის აქტუალურ სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის შეიარაღებული აგრესია, რაც ითვალისწინებს ყირიმის დროებით ოკუპაციას და აგრესიას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში.
ამ საფრთხეთა სიაშია უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების ზრდა, უკრაინის ტერიტორიაზე კანონით გაუთვალისწინებელი შეიარაღებული ფორმირებების ქმედებები.
ამავე დოქტრინაში განსაზღვრულია ის სცენარები, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს ქვეყანაში, რომელთა შორის პირველ ადგილზე სახელდება რუსეთის აგრესიული ფართომასშტაბიანი შეჭრა სამხედრო-პოლიტიკური მიზნებით.
მასალის გამოყენების პირობები