Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/04/vanooooo.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
ვანო მერაბიშვილი 19 აპრილიდან, სავარაუდოდ, წინასაარჩვენო კამპანიას დაიწყებს
"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის მიერ 19 აპრილის აქციასთან დაკავშირებით დაანონსებული სიურპრიზი შესაძლოა, ამ დღეს მისი პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება აღმოჩნდეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, 19 აპრილის აქციაზე მერაბიშვილი მხარდამჭერებს წარუდგება არამხოლოდ როგორც "ნაცმოძრაობის" გენერალური მდივანი და აქციის ორგანიზატორი, არამედ როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი და არაოფიციალურად საარჩევნო კამპანიასაც გახსნის. მერაბიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების პერსპექტივაში გასაკვირს ვერაფერს ხედავს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი დავით დარჩიაშვილი. თუმცა, რამდენად შეიძლება ეს 19 აპრილის აქციაზე მოხდეს, დარჩიაშვილის თქმით, მისთვის უცნობია. "ჩვენი მხრიდან პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი რომ შეიძლება იყოს, ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებაზე ვერაფერს გეტყვით. ამისთვის ჯერ კიდევ არის დრო და პროცესებიც დინამიურად ვითარდება", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" დავით დარჩიაშვილმა. აღნიშნულთან დაკავშირებით მისი თანაგუნდელი ნუგზარ წიკლაური კი აცხადებს, რომ "ასეთი გადაწყვეტილება პარტიაში ამჟამად მიღებული არ არის". წყარო: „ინტერპერსნიუსი“
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.