გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი ნიუ-იორკში, ქართულ დიასპორასთან შეხვედრით დაიწყო და ის კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საუბარი ძირითადად შეეხებოდა ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებას და შიდა პოლიტიკას.
ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს შეკითხვები ასევე დაუსვეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ორმაგ მოქალაქეობაზე. რამდენიმე საათში საქართველოს პრეზიდენტი ორმხრივი შეხვედრებით გააგრძელებს ვიზიტს.
გიორგი მარგველაშვილი ლატვიის, სლოვენიისა და კვიპროსის პრეზიდენტებს შეხვდება. ის დღესვე კონექტიკუტში სანაპირო დაცვის აკადემიის სტუდენტებთან გეგმავს შეხვედრას და პატივს მიაგებს რამდენიმე თვის წინ დაღუპული ორი ქართველი სტუდენტის ხსოვნას.
გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონშიც გაემგზავრება, სადაც სენატორებს და კონგრესმენებს გაესაუბრება.
მასალის გამოყენების პირობები