პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში დაჭრილი სერჟანტი მოინახულა
ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის დროს დაჭრილი სერჟანტი პაატა როსტობაია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა გერმანიაში, ლანთშთულის ამერიკულ სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულეს.   თინათინ ხიდაშელი და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე სერჟანტს გაესაუბრნენ და გამოჯანმრთელება უსურვეს.  თავდაცვის სამინისტრო მისიის დროს დაჭრილი და გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახებს ყველა საჭირო დახმარებას გაუწევს. 
"სამხედრო ჰოსპიტალში ოპტიმისტური სურათი ვნახეთ. როსტობაია კარგად არის უკვე. გვითხრეს, რომ მალე გამოჯანმრთელდება და შემდეგ რეაბილიტაციის ფაზაზე გადავა. ვგეგმავთ, მისი ოჯახის წევრები ჩამოვიყვანოთ გერმანიაში. მიეცეთ შესაძლებლობა, თავად ნახონ და დარწმუნდნენ, რომ კარგად არის. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი გავუწევთ ყველა ტიპის დახმარებას, რაც მას სჭირდება სრული რეაბილიტაციისა და საბრძოლო ფორმაში ჩადგომისთვის",- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, რომ ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს დაჭრილი სახმედროს დროულად განკურნებისთვის. 
"ჭრილობა არ იყო მარტივი, მაგრამ ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს და დაჭრილი ახლა საკმაოდ კარგად არის. როგორც ექიმები გვპირდებიან, კურსი მიდის გეგმის შესაბამისად და მებრძოლი საღ-სალამათი დაგვიბრუნდება. მინდა დავარწმუნო მისი ოჯახის წევრები, რომ ჩვენი თანამებრძოლი ძალიან კარგ პირობებშია. ეს არ არის ამ ჰოსპიტალში პირველი ქართველი დაჭრილი, მანამდეც ყველა წარმატებით განიკურნა",- აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
ლანდშტულის სამხედრო ჰოსპიტალის მეთაურის, პოლკოვნიკი ჯეიმს ლატერზას განცხადებით, სერჟანტი პაატა როსტობაია მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადის, მომავალ კვირას კი მისი პალატაში გადაყვანა იგეგმება. ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ფარგლებში პატრულირებისას ქართველ სამხედროებზე თავდასხმა პირდაპირი ცეცხლით განხორციელდა. სროლების დროს IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სერჟანტი პაატა როსტობაია დაიჭრა. დაზღვევაზე მყოფი პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი კი დაშავებული თანამებრძოლის ევაკუაციის დროს დაიღუპა. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.