პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა ნიუ-იორკში ვიზიტი შეაჯამა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ი სამუშაო ვიზიტის პირველი ეტაპი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო არენაზე საქართველოს თემატიკის გასააქტიურებლად ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. "გვქონდა შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან. მთვარი საკითხები, რაზეც ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას, არის, ერთი მხრივ, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პროცესების გაღრმავება, მეორე მხრივ, მსოფლიო პოლიტიკური დისკუსიების კონტექსტში საქართველოს თემატიკის გააქტიურება", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. ნიუ იორკში, გაეროს ოფისში საქართველოს პრეზიდენტმა ორმხრივი შეხვედრები გამართა პოლონეთის, ხორვატიის, სლოვენიის, ლიტვისა და ლატვიის ლიდერებთან, ასევე ბელგიის პრემიერმინისტრთან. გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოვიდა საგარეო ურთიერთობათა საბჭოში, ფორდჰეიმის უნივერსიტეტში კი საჯარო ლექცია წაიკითხა. ქვეყნის პირველმა პირმა მონაწილეობა მიიღო ლიტვის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში - "აღმოსავლეთ ევროპის მომავალი, ქალთა როლის გაძლიერება". ის კონექტიკუტში სანაპირო დაცვის აკადემიას ეწვია, დაღუპული ქართველი კადეტების - სოსო მაკარიძის და ბესო გორჯოლაძის ხსოვნას პატივი მიაგო და კურსანტებს სიტყვით მიმართა. დღეიდან სახელმწიფოს მეთაური სამუშო ვიზიტს განაგრძობს ვაშინგტონში, სადაც დაგეგმილია შეხვედრები სენატორებთან და კონგრესმენებთან, მათ შორის არიზონას შტატის სენატორ ჯონ მაკკეინთან. ვაშინგტონში გიორგი მარგველაშვილი მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტებს და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდება. დაგეგმილია პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ვილსონის და სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში. გარდა ამისა, შეხვედრები გაიმარათება კარნეგის ცენტრის ხელმძღვანელთან, უშიშროების და საგარეო ურთიერთობის კომიტეტების წარმომადგენლებთან. საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო სადილს გამართავს NDI-ის ხელმძღვანელებთან და ამერიკაში მცხოვრებ ქართულ დიასპორასაც შეხვდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.