პოლიტიკა
მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე ტელეკომპანიის წილები დაყადაღდა
ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "საქართველოს" წილებიც დააყადაღა. ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ იგეგმებოდა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ტელეკომპანია "საქართველოს" წილების გასხვისება.
კერძოდ, ადვოკატის თქმით, საჯარო რეესტრში 29 სექტემბერს წარდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად, ძმები ყარამანაშვილები გეგმავდნენ ტელეკომპანია "საქართველოში" მათი წილების დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის, დიმიტრი ჩიქოვანისთვის გადაცემას. ადვოკატის შეფასებით, აღნიშნული ფაქტი, ადასტურებს, რომ გრძელდება ფიქტიური გარიგებების ჯაჭვი, რომლის მიზანია დამატებითი ბარიერების შექმნა ქიბარ ხალვაშისათვის ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის სამართლებრივი მექანიზმებით დაბრუნების გზაზე.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები