შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ პრეზიდენტის ადმინისტარაციაში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყნის პირველმა პირმა შეწყალების მორიგ აქტს ხელი დღეს მოაწერა.
ქორიძის განმარტებით, შეწყალებულთაგან 103 მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებს, 49-ს კი სასჯელი შეუმსუბუქდა. შეწყალებული პატიმრებიდან 14 ქალი, 8 - არასრულწლოვანი მსჯავრდებულია. "ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა შეწყალების კომისიის მიერ მიწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო. შეწყალების კომისიის სხდომა 28-29 სექტემბერს გაიმართა და ჩვენ სულ 910 მსჯავრდებულის განაცხადი განვიხილეთ", - განაცხადა ზვიად ქორიძემ. მისი ინფორმაციით, შეწყალებული მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული ძირითადად ნარკოტიკების მოხმარებასა და შეძენა-შენახვას უკავშირდება.
მასალის გამოყენების პირობები