პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი "გაზპრომის" საკითხის გააქტიურებას სპეკულაციად მიიჩნევს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "გაზპრომთან" მოლაპარაკებების საკითხის წამოწევას "უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების სკელუპაციებს" უკავშირებს. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ისინი აღნიშნული თემით მიზანმიმართულად სპეკულირებენ. 
"სამწუხაროა, რომ როცა ქვეყანაში ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება იმართება, როგორიც "აბრეშუმის გზის" ფორუმია, ჩვენი მედიის ყურადღება მიმართულია უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ წარმოწეული თემების აქტიურ გაშუქებაზე. ისეთზე, როგორიცაა სპეკულაციები "გაზპრომის" საკითხზე. ჩვენ ამის თაობაზე გავაკეთეთ კომენტარი, მაგრამ ეს აჟიოტაჟი არ წყდება და არ წყდება მიზანმიმართულად. მათი მთავარი მიზანია, ყველაზე მნიშვნელოვანი ფორუმი, რომელიც ამ კვირაში იმართება, გადაიფაროს და მოსახლეობისთვის ნაკლებად საინტერესო საკითხებზე გადაიტანონ აქცენტები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. "ეს მოლაპარაკებები ყოველწლიურად მიმდინარეობს და არის ტექნიკური ხასიათის. რა თქმა უნდა, ეს ხდება ჩვენი ინტერესების დაცვით, რომ რაც შეიძლება მეტი გაზი დარჩეს ჩვენს ქვეყანას",- აღნიშნა პრემიერმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.