პოლიტიკა
დე ფატო აფხაზეთში პასპორტაზიციის პირველი ეტაპი დასრულდა
აფხაზეთმა სამოქალაქო პასპორტების 250 000 ეგზემპლარი და ბინადრობის დამადასტურებელი მოწმობის 50 000 ბლანკი მიიღო, წერს აფხაზური მედია. დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერის შამილ აძინბას ინფორმაციით, პირველი ეტაპი დასრულდა, ხოლო მეორე ეტაპზე პასპორტების გაცემის ახალი ელექტრონული სისტემის შექმნა იგეგმება. მან ასევე აღნიშნა, რომ პასპორტების შესაცვლელად 95 მილიონი რუსული რუბლი დაიხარჯა, რაც მისი თქმით დიდი დანაკარგია. „შესაძლებელი იყო ასეთი დიდი თანხები არ დაგვეხარჯა, პასპორტები განურჩევლად ყველასთვის რომ არ მიგვეცა და ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება საშიშროების ქვეშ არ დაგვეყენებინა. ვინ არის ამაში დამნაშავე, ეს უკვე გენერალურ პროკურატურას უნდა ვკითხოთ“, - განაცხადა შამილ აძინბამ.
ახალი პასპორტის ღირებულება 450 რუსული რუბლი, ხოლო ბინადრობის მოწმობა - 950 რუსული რუბლი ეღირება.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები