დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ტონი ბლერის მეუღლის, ცნობილი ბრიტანული იურიდიული კომპანია „Omnia Strategy"-ის ხელმძღვანელის, ჩერი ბლერის შეხვედრაზე აღინიშნა.
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩერი ბლერს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. პირისპირ გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა საუბარი არაოფიციალურ გარემოში, ადმინისტრაციის ვერანდაზე განაგრძეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს. ჩერი ბლერი საქართველოში პირველად იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები