პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი ენერგოუსაფრთხოების საკითხის მთავრობის სხდომაზე განხილვას ითხოვს. ამავე ინფორმაციით, აღნიშნული საკითხის მთავრობის სხდომაზე განხილვას პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი დაესწრებიან. აღნიშნული საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ვიცე-პრემიერმა, კახი კალაძემ "გაზპრომის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები გამართა, ხოლო "გაზპრომმა" ქართულ მხარესთან კიდევ ერთ მოსალოდნელ შეხვედრაზე გააკეთა განცხადება.
მასალის გამოყენების პირობები