რუსეთმა 2015 წელს შეწყვიტა აფხაზეთის სოცილურ-ეკონომიკური სფეროს განვითარებისთვის გამიზნული საინვესტიციო პროგრამის დაფინანსება. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა განაცხადეს.
"მიუხედავად იმისა, რომ რუსული ფინანსური დახმარების დაგეგმილ მოცულობას, რომელიც საინვესტიციო პროგრამის რეალიზაციაზე იყო გათვლილი, რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლების მნიშვნელოვანი წილი უნდა შეედგინა, ამ თანხის დიდი ნაწილი ჩვენ არ შემოგვსვლია", - თქვა დე ფაქტო აფხაზეთის ფინანსთა მინისტრმა ამრა კვარძიამ.
მისი თქმით, 2015 წელს რუსეთმა აფხაზეთს 3.7 მილიარდი რუსული რუბლის ნაცვლად, მხოლოდ 179 მილიონი რუბლი (5%) გადაურიცხა, იმ შეთანხმების თანახმად, რომელიც მოხელეთათვის ხელფასის გაზრდას ითვალისწინებდა.
კვარანძიამ აღნიშნა, რომ ამ რთული სიტუაციის მიუხედავად, დე ფაქტო მთავრობა ამოცანად ისახავს განახორციელოს სოციალური ვალდებულებების სრული დაფინანსება, მათ შორის, გარზდილი ხელფასების ეტაპობრივი ანაზღაურება.
მასალის გამოყენების პირობები