სოფელ ნორიოს მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი ჯარისკაცი იპოვეს.კაპრალი გურამ კომლაძე, პირველი მსუბუქი ქვეითი ბრიგადის 12-ე ბატალიონში ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნელად მსახურობდა.ამ დროისთვის უცნობია ჯარისკაცის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.სამინისტრო ასევე გარდაცვლილი გურამ კომლაძის ოჯახს უსამძიმრებს.
მასალის გამოყენების პირობები